რა არის პოზიტიური ფსიქოლოგია? როგორ განვითარდა იგი და რა მომავალი ელის ამ სფეროს?
გვეწვიეთ საჯარო ლექციაზე, რომელსაც ჩაატარებს პროფესორი მარტინ სელიგმანი – პოზიტიური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ლექცია ორგანიზებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის მიერ.
ლექციის თემა: „პოზიტიური ფსიქოლოგია: წარსული, აწმყო და მომავალი“.
დოქტორი სელიგმანი გაგვიძღვება პოზიტიური ფსიქოლოგიის განვითარების გზაზე და განიხილავს თემებს თავისი წიგნიდან "The Hope Circuit". ლექციის შემდეგ გაიმართება მოკლე კითხვა-პასუხის სესია, სადაც აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა ავტორს დაუსვას კითხვები წიგნის შინაარსთან დაკავშირებით.
პროფესორი სელიგმანი განიხილავს, თუ როგორ მოახდინა პოზიტიურმა ფსიქოლოგიამ ტრადიციული ფსიქოლოგიური მიდგომების რევოლუცია, იმსჯელებს მის ძირითად პრინციპებზე, პრაქტიკულ გამოყენებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. შევისწავლით PERMA თეორიას, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობის საფუძვლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, პოზიტიურ ფსიქოთერაპიის თემებსა და საინტერესო კავშირს პოზიტიური ფსიქოლოგიასა და ხელოვნური ინტელექტის (AI) შორის.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ ლექცია სრულიად უფასოა და დოქტორ სელიგმანი მას საკუთარი კეთილი ნებით უსასყიდლოდ ატარებს.
არ გაუშვათ ეს უნიკალური შესაძლებლობა, შემოგვიერთდით პოზიტიური ფსიქოლოგიის სამყაროში და მის ფარგლებს გარეთ!
ლექციის თარიღი და დრო: 3 მაისს 18:00 (თბილისის დროით)
ლოკაცია: ZOOM პლატფორმა
ZOOM-ის ბმულის მისაღებად მიმართეთ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის თვითმმართველობას ელ. ფოსტაზე - fpesselfgovernment@gmail.com, Facebook ან Instagram პლატფორმებზე.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.